რუსეთის საგარეო პოლიტიკაში აფრიკის როლი გაიზრდება, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა უგანდის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს განაცხადა.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, რუსეთის ფუნდამენტური, გრძელვადიანი, არაოპორტუნისტული ინტერესებიდან გამომდინარე, გაიზრდება აფრიკის მნიშვნელობა და იმის გამო, რასაც დასავლეთი აკეთებს ახლა რუსეთთან მიმართებით, ობიექტურად გაზრდის აფრიკული მიმართულების წილს რუსეთის საქმიანობაში.
„თამამად შემიძლია ვთქვა, რომ აფრიკის კონტინენტის როლი ჩვენი საგარეო პოლიტიკის კონცეფციაში გაიზრდება და მნიშვნელოვნად გაიზრდება. ეს მოხდება იმის მიუხედავად, თუ რა ხდება დასავლეთის მიმართულებით. დასავლური მიმართულება კი, როგორც მოგეხსენებათ, ახლა თავისით უქმდება“, – აღნიშნა სერგეი ლავროვმა.