სერგეი ლავროვი - რუსეთი უკრაინასთან მოლაპარაკებისთვის მზადაა, ნებისმიერ მომენტში, როგორც კი უკრაინის შეიარაღებული ძალები გამოეხმაურებიან ჩვენი პრეზიდენტის მოწოდებას, შეწყვეტენ წინააღმდეგობას და დაყრიან იარაღს
რუსეთი უკრაინასთან მოლაპარაკებისთვის მზადაა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„ნებისმიერ მომენტში, როგორც კი უკრაინის შეიარაღებული ძალები გამოეხმაურებიან ჩვენი პრეზიდენტის მოწოდებას, შეწყვეტენ წინააღმდეგობას და დაყრიან იარაღს. არავინ აპირებს მათზე თავდასხმას, მათ დაჩაგვრას. დაუბრუნდნენ ოჯახებს. უკრაინელ ხალხს კი მოდით, ყველამ ერთად მივცეთ შესაძლებლობა, თავად განსაზღვრონ საკუთარი ბედი“, – განაცხადა ლავროვმა.
მისი თქმით, უკრაინის ოკუპირებას არავინ აპირებს, ოპერაციის მიზანი ღიადაა გაცხადებული – დემილიტარიზაცია და დენოტიფიკაცია.
„ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ უკრაინელი ხალხი იყოს დამოუკიდებელი, ჰყავდეს ხელისუფლება, რომელიც მთელ მის მრავალფეროვნებას წარმოადგენს და არ იყოს გარე ძალების მიერ სრულად მართული, არ ახალისებდეს ნეონაცისტებს, რუსების გენოციდს და უკრაინას არ იყენებდეს, როგორც რუსეთის შეკავების ინსტრუმენტს“, – აცხადებს ლავროვი და აღნიშნავს, რომ „ჩვენ გვინდა, რომ უკრაინელ ხალხს, უკრაინაში მცხოვრებ ყველა ერს გააჩნდეს თავისუფლება“.
რუსეთი უზრუნველყოფს უკრაინის დემილიტარიზაციას, უზრუნველყოფს დენოტიფიკაციას. ჩვენ უკვე საკმაოდ ვიტანჯეთ ნაციზმისგან, უკრაინელი ხალხიც საკმაოდ იტანჯა ნაციზმისგან, რომ ამ ყველაფერზე თვალის დახუჭვა შეიძლებოდეს.