სერგეი ლავროვი - თუ ლონდონი ქიმიური იარაღის აკრძალვის კონვენციის ფარგლებში ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებს, რუსეთი მზადაა, ითანაშრომლოს
რუსეთი მზადაა, ექს პოლკოვნიკის, სერგეი სკრიპალის მოწამვლასთან დაკავშირებით დიდ ბრიტანეთთან ითანამშრომლოს იმ შემთხვევაში, თუ ლონდონი ქიმიური იარაღის აკრძალვის კონვენციის ფარგლებში ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებს, – ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგიე ლავროვმა გააკეთა.
„რუსეთი უდანაშაულოა და მზადაა ითანმშრომლოს ლონდონთან ქიმიური იარაღის აკრძალვის საერთაშორისო კონცვენციის ფარგლებში იმ შემთხვევაში, თუ ლონდონი ამავე დოკუმენტით ნაკისრ ვალდებულებას შეასრულებს“, – განაცხადა ლავროვმა.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მომწამვლელი ნივთიერების ნიმუშთან წვდომას ითხოვს, რაზეც ლავროვის თქმით, ლონდონი უარს ამბობს.
ასევე ცნობილი გახდა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთში დიდი ბრიტანეთის ელჩი დაიბარეს.