სერგეი ლავროვი - რუსეთი აშშ-ის ნებისმიერ არჩეულ პრეზიდენტთან ითანამშრომლებს
რუსეთი აშშ-ის ნებისმიერ არჩეულ პრეზიდენტთან ითანამშრომლებს, – აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი.
„ჩვენ ვიმუშავებთ ნებისმიერთან, ვისაც აირჩევენ. ამის შესახებ პრეზიდენტმა პუტინმა არაერთხელ განაცხადა. ვაკვირდებით „დემოკრატებსა“ და „რესპუბლიკელებს“ შორის მიმდინარე სიტყვიერ დაპირისპირებებს. რა თქმა უნდა, აშშ-ში დესტაბილიზაცია არავის კარგს არ მოგვიტანს“, – აღნიშნა სერგეი ლავროვმა.
მისივე თქმით, ვაშინგტონს არ სურს ჩაურევლობის შესახებ რუსეთთან შეთანხმების გაფორმება, რადგან აშშ თავად უკვე დიდი ხანია ერევა რუსეთის შიდა საქმეებში.
„მათ ეს არ სურთ, რადგან ისინი რეალურად ერევიან ჩვენს შიდა საქმეებში“, – აღნიშნა ლავროვმა რუსეთში ევროპული ბიზნესასოციაციის წევრებთან შეხვედრის გამართვამდე.