სერგეი ლავროვი - რუსეთი არავის დაარწმუნებს, იყიდოს ჩვენი გაზი ან ნავთობი, ჩვენ გვყავს ქვეყნები, რომლებსაც შეგვიძლია, მივყიდოთ ჩვენი ნავთობი და გაზი
სერგეი ლავროვი - რუსეთი არავის დაარწმუნებს, იყიდოს ჩვენი გაზი ან ნავთობი, ჩვენ გვყავს ქვეყნები, რომლებსაც შეგვიძლია, მივყიდოთ ჩვენი ნავთობი და გაზი

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა თავიდან ავიცილოთ სიტუაცია, როდესაც ვიღაც იღებს გადაწყვეტილებას, განადგურდეს ჩვენი ეკონომიკა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ანტალიაში განუცხადა, სადაც უკრაინელ კოლეგასთან, დმიტრო კულებასთან შეხვედრა გამართა.

დასავლეთის სანქციების შესახებ დასმულ კითხვაზე ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ამ პრობლემას მოაგვარებს, რათა არ იყოს დამოკიდებული დასავლელ პარტნიორებზე.

„მე დამისვეს კითხვა ამასთან დაკავშირებით. მე ვთქვი, რომ ჩვენ ამ პრობლემას მოვაგვარებთ, რომ არ ვიყოთ დამოკიდებული დასავლელ პარტნიორებზე, კომპანიებზე, მთავრობებზე, რომლებსაც არ მართავს ბიზნესინტერესები, არამედ გახდნენ პოლიტიკური აგრესიის ინსტრუმენტი, რომლის სამიზნე აღმოჩნდა რუსეთი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა თავიდან ავიცილოთ სიტუაცია, როდესაც ვიღაც იღებს გადაწყვეტილებას, განადგურდეს ჩვენი ეკონომიკა. ჩვენ მოვნახავთ გზას, დამოკიდებულებაზე უარი განვაცხადოთ. რაც შეეხება სანქციებს ნავთობთან და გაზთან დაკავშირებით, დასავლელ კოლეგებზეა ეს ყველაფერი დამოკიდებული. ჩვენ არასდროს ვიყენებდით ნავთობსა და გაზს, როგორც ინსტრუმენეტს, იარაღს, თუმცა დასავლეთი გვადანაშაულებს, რომ ამას ვაკეთებდით. მაგალითად, უკრაინამ რამდენიმე წლის წინ დაიწყო ევროპის სხვა ქვეყნებიდან გაზის მიღება. ჩვენ ევროპას მივაწოდეთ გაზი იმ რაოდენობით, რომელიც გაგვაჩნდა და ევროპამ მოუწოდა კეთილგონიერებისკენ უკრაინას? არა, მათ განაცხადეს, რომ რუსეთი ცდილობდა, გამოეყენებინა უკრაინა და გამოეყენებინა გაზი, როგორც იარაღი. ეს გახლავთ კიდევ ერთხელ რუსეთის შეკავების ინსტრუმენტი. ეს რამდენიმე წლის წინ დაიწყო და ძალიან საინტერესოა, რაც ახასიათებს დასავლურ ღირებულებებს, მათ დააწესეს სანქციები, აუკრძალეს კომპანიებს, ბიზნესი ეწარმოებინათ რუსეთში. ამავე დროს აცხადებენ, რომ შეისყიდიან ნავთობსა და გაზს, სხვა შემთხვევაში გაიყინებიან. რუსეთი არავის დაარწმუნებს, რომ იყიდოს ჩვენი გაზი ან ნავთობი. ჩვენ გვყავს ქვეყნები, რომლებსაც შეგვიძლია, მივყიდოთ ჩვენი ნავთობი და გაზი“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.