სერგეი ლავროვი - რუსეთი არასდროს ერევა სხვა სახელმწიფოების შიდა საქმეებში
რუსეთი არასდროს ერევა სხვა სახელმწიფოების შიდა საქმეებში, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა სლოვაკურ გამოცემა „პრავდასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„რუსეთის არასდროს ერევა სხვა სახელმწიფოების შიდა საქმეებში. ეს ჩვენი მეთოდი არ არის. ამაშია ჩვენი პრინციპული განსხვავება იმ ქვეყნებისგან, რომელთათვის ასეთი პრაქტიკა საკუთარი პოლიტიკური ინტერესების დაკმაყოფილების საყვარელ ინსტრუმენტად იქცა. საკმარისია, გავიხსენოთ „არაბული გაზაფხულის“ მოვლენებში გარე ჩარევა ან უკრაინაში ანტიკონსტიტუციური გადატრიალების პროვოცირება“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ უკვე მრავალი წელია, რუსეთის ხელისუფლება ქვეყნის შიდა პროცესებზე გავლენის მოხდენის მცდლეობებს აფიქსირებს. აშშ-ის არჩევნებში მოსკოვის ჩარევაზე ინფორმაციას კი, ლავროვმა „ინსინუაციები“ უწოდა და განაცხადა, რომ ეს ანტირუსული საინფორმაციო კამპანიაა.