სერგეი ლავროვი - რუსეთი არ არის გულგრილი კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის მიმართ სომხეთის ვალდებულებაზე
სერგეი ლავროვი - რუსეთი არ არის გულგრილი კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის მიმართ სომხეთის ვალდებულებაზე

რუსეთი არ არის გულგრილი კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის მიმართ სომხეთის ვალდებულებაზე, –  ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა  განაცხადა.

მისი თქმით, უახლოეს მომავალში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა გაიმართება და რუსეთისთვის მნიშვნელოვანია, მოისმინოს, თუ როგორ აფასებს ფაშინიანი სომხეთში არსებული ვითარების განვითარების პერსპექტივას.

„ჩვენ არ ვართ გულგრილი, თუ როგორ გამოიყურება ამ ვითარებაში სომხეთის ვალდებულება კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის მიმართ. ეს ვალდებულება მოქმედებს და სრულად უნდა იქნას შესრულებული. ეს ეხება ორგანიზაციის რეპუტაციის და პრესტიჟის გაძლიერებას“, – აღნიშნა სერგეი ლავროვმა.