სერგეი ლავროვი - რუსეთი აქტიურად დაეხმარება სამხრეთ ოსეთს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის განხორციელებაში
რუსეთი აქტიურად დაეხმარება სამხრეთ ოსეთს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის განხორციელებაში, – რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის აღნიშნულ განცხადებას ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ახსარ ჯიოევთან შეხვედრის შემდეგ რუსული მედია ავრცელებს.
„წარმატებულად ხორციელდება საინვესტიციო პროექტები. ცოტა ხნის წინ მიღებული იქნა რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური პროგრამა. აქტიურად დაგეხმარებით მის რეალიზებაში“, – აღნიშნა ლავროვმა.
მედიის ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ „ამ დროისთვის მიმდინარეობს მზადება სამხრეთ ოსეთის პარლამენტის თავმჯდომარის, ალანა ალბოროვას ვიზიტისთვის“.