ბრიტანეთის გადაწყვეტილებას ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატის გამოძევების შესახებ რუსეთმა ანალოგიური ზომით უპასუხა. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, მოსკოვს ბრიტანელი დიპლომატებიც დატოვებენ.
შეკითხვაზე, როდის დატოვებენ ბრიტანელი დიპლომატები რუსეთს, ლავროვმა განაცხადა, რომ ეს მალე მოხდება.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა გუშინ ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ გააკეთა განცხადება. გარდა ამისა გაუქმდა ბრიტანეთში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დაგეგმილი შეხვედრა.
ლონდონის გადაწყვეტილებით, ბრიტანეთსა და რუსეთს შორის მაღალი დონის ურთიერთობები ფაქტობრივად შეწყვეტილია.
ბრიტანეთი რუსეთს ორმაგი აგენტის, სერგეი სკრიპალის მოწამვლაში ადანაშაულებს.