სერგეი ლავროვი მევლუთ ჩავუშოღლუს ანკარაში შეხვდა
სერგეი ლავროვი მევლუთ ჩავუშოღლუს ანკარაში შეხვდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს ანკარაში შეხვდა.

მოლაპარაკებები ე.წ. მარცვლეულის შეთანხმების გახანგრძლივებას ეხებოდა.

მევლუდ ჩავუშოღლუს განცხადებით, აუცილებელია, მარცვლეულის ექსპორტი დაუბრკოლებლად გაგრძელდეს.

მისივე თქმით, ამ შეთანხმების გახანგრძლივებას მხარს უჭერს გაერო.

„ვფიქრობ, აუცილებელია ყველა დაბრკოლების აღმოფხვრა, რომელიც არსებობს რუსეთის სასუქისა და რუსული მარცვლეულის ექსპორტის კუთხით. არსებობს მხარდაჭერა გაერო-ს გენერალური მდივნის მხრიდან, ბატონი გუტერეში ცდილობს ამ საკითხის გადაჭრას. თურქეთი უცხადებს ძალისხმევას ამ მხარდაჭერას. ჩვენ ასევე ეს საკითხი განვიხილეთ ჩვენს ბრიტანელ და ამერიკელ კოლეგებთან. აუცილებელია და მნიშვნელოვანი, დავრწმუნდეთ, რომ მარცვლეულის შეთანხმება განხორციელდება“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ.

ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ „ერთხელ მარცვლეულის შეთანხმება უკვე გახანგრძლივდა 120 დღით, მე ვერ ვპოულობ რაიმე ნიშანს, რომ ვინმეს ნამდვილად სურს ამ პრობლემის გადაჭრა“.

„ჩვენ შემოგთავაზეთ ამ გარიგების გახანგრძლივება 60 დღით იქიდან გამომდინარე, რომ თუ შემდგომი პროგრესი არ იქნება, რუსული მარცვლეულის ექსპორტისთვის დაბრკოლების აღმოფხვრაში ჩვენ ვიფიქრებთ, აუცილებელია თუ არა ეს შეთანხმება“, – აღნიშნა ლავროვმა.