სერგეი ლავროვი მალტაში, ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს სხდომაზე დასწრებას გეგმავს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მალტაში ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს სხდომაზე დასწრებას გეგმავს.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა ადასტურებს.
ეუთო-ს მინისტერიალი მალტაში 5-6 დეკემბერს გაიმართება და იმ შემთხვევაში, თუ ლავროვს შეუშვებენ ქვეყანაში, ეს იქნება მისი პირველი ვიზიტი ევროკავშირის წევრ ქვეყანაში რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ.
ზახაროვას თქმით, მალტამ, როგორც მასპინძელმა ქვეყანამ, უნდა უზრუნველყოს ყველა წევრი ქვეყნის მუშაობა.
მოსკოვში მალტის საელჩოში კი განაცხადეს, რომ ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს სხდომის ჩატარების გადაწყვეტილება ეხება ყველა წევრს, მათ შორის, რუსეთს და მიწვევა გაეგზავნება ეუთო-ს ყველა დელეგაციას.
სერგეი ლავროვი იმ რუს პირებს შორის არის, რომლებსაც უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო ევროკავშირმა სანქციები დაუწესა.