სერგეი ლავროვი - ღაზის სექტორის კრიზისის რეგიონულ კონფლიქტში გადაყვანის რისკი საკმაოდ სერიოზულია, ვაკვირდებით მცდელობებს, ყველაფერი ისევ ირანს დავაბრალოთ და ეს საკმაოდ პროვოკაციულად მიგვაჩნია
ღაზის სექტორის კრიზისის რეგიონულ კონფლიქტში გადაყვანის რისკი საკმაოდ სერიოზულია, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, გაერო-ში აშშ-ის მიერ რეზოლუციის დაბლოკვა ნიშნავს, რომ ის არ არის მზად ზავის, ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებისთვის.
„მიჭირს ვიმსჯელო, რა მიზნებს მისდევს აშშ. ჩვენ ვაკვირდებით მცდელობებს, ყველაფერი ისევ ირანს დავაბრალოთ და ეს საკმაოდ პროვოკაციულად მიგვაჩნია. უფრო მეტიც, ირანის ხელმძღვანელობა, ვფიქრობ, ძალიან პასუხისმგებლობიან, დაბალანსებულ პოზიციას იკავებს და მოუწოდებს ყველას, თავიდან აიცილონ ამ კონფლიქტის მთელ რეგიონში და მეზობელ ქვეყნებში გავრცელება. ჩვენ სწორედ ამისკენ ვისწრაფვით პალესტინელებთან, სხვა არაბ კოლეგებთან და ისრაელთან კონტაქტებში“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.