სერგეი ლავროვი - ევროკავშირმა რუსეთი დაკარგა, მოსკოვი ევროკავშირს არამეგობრულ გაერთიანებად განიხილავს
სერგეი ლავროვი - ევროკავშირმა რუსეთი დაკარგა, მოსკოვი ევროკავშირს არამეგობრულ გაერთიანებად განიხილავს

ევროკავშირმა რუსეთი დაკარგა, მოსკოვი ევროკავშირს არამეგობრულ გაერთიანებად განიხილავს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ურთიერთობის გაწყვეტაში თავად ევროკავშირია დამნაშავე.

„ევროკავშირის წევრი ქვეყნები და თავად კავშირის ლიდერები ღიად საუბრობენ რუსეთისთვის სტრატეგიული მარცხის მიყენების აუცილებლობაზე. ამ მიზეზების გამო ჩვენ ევროკავშირს არამეგობრულ გაერთიანებად განვიხილავთ“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

სხვა მიზეზებთან ერთად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე მიუთითა უკრაინის ხელისუფლების საბრძოლო მასალითა და იარაღით აღჭურვაზე, ასევე უკრაინაში ინსტრუქტორებისა და დაქირავებულების გაგზავნაზე. ლავროვის თქმით, მოსკოვმა გამოიტანა საჭირო დასკვნები და, შესაბამისად, აპირებს იმოქმედოს „მკაცრად, თუ საჭირო იქნება“, მაგრამ ეყრდნობა ეროვნულ ინტერესებს და ურთიერთგაგების პრინციპებს.

სერგეი ლავროვმა ასევე აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირი შეწყვეტს ანტირუსულ კურსს, მოსკოვი განიხილავს წინადადებებს რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკის კონცეფციის შესაბამისად.