სერგეი ლავროვი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარეს გიგი წერეთელს შეხვდა
სერგეი ლავროვი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარეს გიგი წერეთელს შეხვდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარეს გიგი წერეთელს შეხვდა.

ინფორმაციას შეხვედრის შესახებ რუსეთის საგარეო უწყება ავრცელებს.

სერგეი ლავროვისა და გიგი წერეთლის შეხვედრა მილანში ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს სხდომის ფარგლებში გაიმართა.

რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, სერგეი ლავროვმა და გიგი წერეთელმა განიხილეს ევროპის აქტუალური საკითხები. მათ ასევე ეუთო-ს წევრ სახელმწიფოებს შორის ნდობის კრიზისის გადასალახად და კონსტრუქციული დიალოგისა და თანამშრომლობისთვის საპარლამენტო კონტაქტების როლზე ისაუბრეს.