სერგეი ლავროვი - ეუთო-ს მინისტერიალზე რუსეთის მიერ წარდგენილი ყველა პროექტი დაბლოკეს
ეუთო-ს მინისტერიალზე რუსეთის მიერ წარდგენილი ყველა პროექტი დაბლოკეს. ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გააკეთა.
„რუსეთმა ოთხი პროექტი მოამზადა, მათგან არც ერთი მიიღეს. ამ პროექტებმა მხარდაჭერა მხოლოდ იმიტომ ვერ მოიპოვეს, რომ ისინი რუსეთმა წარადგინა“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ საერთაშორისო პარტნიორებმა უკრაინის საკითხი წამოწიეს.
„უკვე რიტუალად იქცა, რომ რა თემაც არ უნდა განიხილებოდეს, საუბარი მაინც უკრაინაზე იწყება“, – განაცხადა ლავროვმა.