სერგეი ლავროვი - დონალდ ტრამპი 9 მაისს მოსკოვში მიწვევის საკითხს განიხილავს
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპი 9 მაისს მოსკოვში დაპატიჟა. ამის შესახებ თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა,სერგეი ლავროვმა განაცხადა.
ლავროვის თქმით, ტრამპი მიწვევის საკითხს განიხილავს.
„მიმდინარე წლის ივნისში იაპონიაში „დიდი ოცეულის“ ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაპატიჟა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 2020 წლის 9 მაისს გამარჯვების დღესთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებზე მოსკოვში. დღეს ვლადიმერ პუტინის დავალებით მე დავადასტურე ეს მოწვევა. დონალდ ტრამპი მას განიხილავს.
ვიმედოვნებთ, რომ თუ ასეთი შესაძლებლობა იქნება, რა თქმა უნდა, შესაძლებელი იქნება სრულფორმატიანი ორმხრივი მოლაპარაკების გამართვა“, – განაცხადა ლავროვმა.