რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ორდღიანი ვიზიტით დღეს სომხეთის რესპუბლიკაში ჩავა. ლავროვი 6 მაისს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართავს შეხვედრებს.
მხარეთა შორის განსახილველ საკითხთა შორის არის ორმხრივი და რეგიონალური თანამშრომლობის თემები, მათ შორის პრიორიტეტულია მთიანი ყარაბაღის რეგიონის შესახებ 2020 წლის 9 ნოემბრის და 2021 წლის 11 იანვრის შეთანხმებების განხორციელების პროცესი.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი 10-11 მაისს სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაშიც ჩავა.