სერგეი ლავროვი დღეს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს, დიმიტრი მედოევს შეხვდება
სერგეი ლავროვი დღეს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს, დიმიტრი მედოევს შეხვდება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი დღეს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს, დიმიტრი მედოევს შეხვდება.

როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცახდებაშია აღნიშნული, ლავროვი და მედოევი ე.წ. სამხრეთ ოსეთის საერთაშორისო პოზიციების გაძლიერებასა და ჟენევის დისკუსიების ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელებენ.

რუსეთის საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ 2008 წლის შემდეგ „რუსეთი ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობისა და მისი მოსახლეობის მშვიდობიანი მომავლის გარანტორია“.