სერგეი ლავროვი - დასავლეთს თუ უკრაინული კონფლიქტის ბრძოლის ველზე გადაჭრა სურს, მაშინ ეს მოხდება ბრძოლის ველზე
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, თუ დასავლეთს უკრაინული კონფლიქტის ბრძოლის ველზე გადაჭრა სურს, მაშინ ეს მოხდება ბრძოლის ველზე. ეს განცხადება სერგეი ლავროვმა რუსეთის ფედერაციის საბჭოში გააკეთა, სადაც მისი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნის საკითხი განიხილება.
„თუ სურთ ბრძოლის ველზე, ეს მოხდება ბრძოლის ველზე“, – განაცხადა ლავროვმა.
მისივე თქმით, რუსეთი მზადაა მოლაპარაკებებისთვის არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმითაც.
„ჩვენ სტამბოლში ნამდვილად ვიყავით ერთ ნაბიჯში დოკუმენტის პარაფირებისაგან და ამით სპეციალური საომარი ოპერაციის დასრულებასთან, რასაც უკრაინის სპონსორები აღიარებენ, ეს მოხდებოდა უკრაინისთვის ძალიან ხელსაყრელი პირობებით. ჩვენი პოლიტოლოგებიც ამბობენ ამას. მე ამას ვეთანხმები“, – განაცხადა ლავროვმა.
მისივე განცხადებით, ეს იყო უკანასკნელი შემთხვევა, როდესაც რუსეთის ხელმძღვანელობამ, „დასავლეთის მხრიდან მრავალრიცხოვანი მოტყუების შემდეგ, გადაწყვიტა, მაინც დაეჯერებინა და გამოევლინა კეთილი ნება“.
„ისევ მოიტყუეს. ისევ გვაიძულეს ომი“, – განაცხადა ლავროვმა.