სერგეი ლავროვი - დასავლეთისგან ცვლილებებსა და დაპირებებს მუდმივად ვერ დაველოდებით
დასავლეთისგან ცვლილებებსა და დაპირებებს მუდმივად ვერ დაველოდებით, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„ვიცით და ნებისმიერ შემთხვევაში შეგვიძლია ჩვენ ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. გარწმუნებთ, გარკვეულ ცვლილებებს და დაპირებებს უსასრულოდ არ დაველოდებით“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.
ლავროვის თქმით, რუსეთის მოთმინება დასრულდა და მათ მიერ წაყენებულ შეთავაზებებზე კონკრეტულ პასუხებს ელოდებიან. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის ირგვლივ სამხედრო პლაცდარმის შექმნას ცდილობს.
ლავროვის თქმით, ამერიკის და მისი მოკავშირეების მიზანი ევროპაში დომინანტობაა. სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ აზოვის ზღვაში ამერიკის შეერთებული შტატების ბაზების გაჩენა რუსეთისთვის მეორე წითელი ხაზია. სერგეი ლავროვი ამბობს, რომ უახლოეს თვეებში ნატო-მ შესაძლოა, რუსეთის საზღვრებთან ძალების გაზრდა დაიწყოს.