სერგეი ლავროვი - დასავლეთის მიდგომაა რუსეთის პოზიციის იგნორირება, კაპიტულაციის მოლოდინი, მაგრამ ეს არ მოხდება
უკრაინასთან დაკავშირებით დასავლეთის ამჟამინდელი პოზიცია არის რუსეთის პოზიციის იგნორირება და რუსეთის კაპიტულაციის მოლოდინი, მაგრამ ეს არ მოხდება, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„ყურში არ უშვებენ და აგრძელებენ კონსტრუქციული მიდგომისკენ ჩვენს მოწოდებას. სინამდვილეში, მათი გაგებით, ეს ნიშნავს კაპიტულაციას. ეს არ მოხდება, სპეცოპერაციის ყველა მიზანი იქნება მიღწეული, ეს ეჭვგარეშეა“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.