სერგეი ლავროვი - აშშ „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების მონაწილეობით „სირიის თავისუფალ არმიას“ ქმნის
სერგეი ლავროვი - აშშ „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების მონაწილეობით „სირიის თავისუფალ არმიას“ ქმნის

აშშ „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების მონაწილეობით „სირიის თავისუფალ არმიას“ ქმნის, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა თურქ, ირანელ და სირიელ კოლეგებთან შეხვედრისას განაცხადა.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ახალი შეიარაღებული ფორმირება ქალაქ რაქას მიდამოებში იქმნება, რომელშიც, ისლამური სახელმწიფოს მებრძოლების გარდა, სხვა ტერორისტული ორგანიზაციების წარმომადგენლები და ადგილობრივი არაბული ტომების წარმომადგენლები ერთიანდებიან.

„მიზანი აშკარაა – გამოიყენონ ეს მებრძოლები სირიის ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციისთვის. ეს პრობლემა ცოტა ხნის წინ განიხილეს ჩვენმა სამხედრო კოლეგებმა, რომლებიც შეთანხმდნენ ამ მიმართულებით ერთობლივი მოქმედებების სქემაზე“, – აღნიშნა სერგეი ლავროვმა.