სერგეი ლავროვი ასახელებს პირობებს, რომელსაც რუსეთი უკრაინას მოლაპარაკებებში წარუდგენს
დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარება დონეცკის და ლუგანსკის ოლქები საზღვრებში, დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია – რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, ეს არის რუსული მხარის პირობები, უკრაინასთან მოლაპარაკებაში. ამის შესახებ რუსმა დიპლომატმა „ალ ჯაზირასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომელსაც რუსეთის საგარეო უწყება ვებგვერდზე ავრცელებს.
„ყირიმი არის თემა, რომელიც არ განიხილება. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მკაფიოდ დააფიქსირა ჩვენი პოზიცია, რომელიც ჩვენმა დელეგაციამ წარმოადგინა ბელარუსში უკრაინელებთან მოლაპარაკებებზე. ყირიმი რუსეთის ნაწილია. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარება დონეცკის და ლუგანსკის ოლქები საზღვრებში. დემილიტარიზაცია, რომელსაც უნდა გააჩნდეს პარამეტრები. ისინი ჯერ კიდევ არ არის შეთანხმებული. საერთოდ არ უნდა არსებობდეს იარაღი, რომელიც საფრთხეს უქმნის რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოებას. დენაციფიკაცია, ისევე, როგორც ფაშისტური გერმანია დაექვემდებარა ასეთი პროცედურას“,- განაცხადა ლავროვმა.