სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში მოსკოვსა და თეირანს შორის ყოვლისმომცველი შეთანხმება გაფორმდება
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში მოსკოვსა და თეირანს შორის ყოვლისმომცველი შეთანხმება გაფორმდება.
„უახლოეს მომავალში ჩვენ უნდა დავასრულოთ მუშაობა ყოვლისმომცველი პარტნიორობის შესახებ სახელმწიფოთა შორის შეთანხმებაზე. ჯერ კიდევ მოსაგვარებელია რამდენიმე ტექნიკური დეტალი“, – აღნიშნა ლავროვმა.
სერგეი ლავროვის თქმით, შეთანხმება სიმბოლური ნაბიჯი იქნება ირანის ახალ ხელმძღავნელობასთან რუსეთის ურთიერთობაში.