სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ რუსეთი არ ამბობს უარს უკრაინასთან მოლაპარაკებებზე
სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ რუსეთი არ ამბობს უარს უკრაინასთან მოლაპარაკებებზე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი არ ამბობს უარს უკრაინასთან მოლაპარაკებების გამართვაზე.

მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ ლავროვმა რუსულ ტელეარხთან ინტერვიუში განაცხადა.

ლავროვის თქმით, მოსკოვის პოზიცია რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო სათათბიროს ხელმძღვანელობასთან და ფრაქციების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე დააფიქსირა.

„თათბირის მონაწილეებისადმი სიტყვით მიმართვისას პრეზიდენტმა უკრაინის „ისტორიაზე“ განაცხადა, რომ ჩვენ უარს არ ვამბობთ მოლაპარაკებებზე, მაგრამ ვინც უარს ამბობს, უნდა მიხვდეს, რომ რაც უფრო მეტხანს გააჭიანურებენ ამ პროცესს, მით უფრო გაუჭირდებათ ჩვენთან მოლაპარაკება“, – აღნიშნა ლავროვმა.