სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ დასავლეთი კიევს რუსეთთან მოლაპარაკებების გამართვის საშუალებას არ აძლევს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ დასავლეთი კიევს რუსეთთან მოლაპარაკებების გამართვის საშუალებას არ აძლევს.
აღნიშნულის შესახებ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერბული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„ასეთია ანგლო-საქსური კოლექტივი, რომელსაც ახლა დასავლეთი ხელმძღვანელობს. ნატო და ევროკავშირი, რომლებმაც საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე დაკარგეს დამოუკიდებლობა, სრულიად ემორჩილებიან მას. ისინი იყენებენ უკრაინელებს, როგორც ჩვენი ქვეყნის შეკავების იარაღს და ბრძოლის ველზე რუსეთის დასამარცხებლად. ეს არის პასუხი კითხვაზე, არსებობს თუ არა მოლაპარაკებების პერსპექტივა. დასავლეთი უკრაინას მოლაპარაკების საშუალებას არ აძლევს. ორი თვის წინ უკრაინამ თითქოს წამოაყენა წინადადება, თუ როგორ უნდა მოგვარდეს ეს საკითხი. ჩვენ ეს წინადადებები მივიღეთ. ერთი დღის შემდეგ დასავლეთმა უკრაინელებს აუკრძალა ამ პროცესის გაგრძელება“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა.
ლავროვმა ასევე აღნიშნა, რომ რუსული ენერგორესურსების მიმართ დასავლეთის პოლიტიკას არ გამოუწვევია რუსეთის ბიუჯეტში დანაკარგები და წლის ბოლომდე ენერგიის ექსპორტიდან მიღებული მოგება გაიზრდება.