სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ აშშ-ის მიერ ირანისთვის დაწესებული სანქციები არალეგიტიმურია
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები არალეგიტიმური და გაერო-ს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილების უხეში დარღვევაა.
სერგეი ლავროვის თქმით, ულტიმატუმზე დაფუძნებული პოლიტიკა და ცალმხრივი მოთხოვნები უშედეგოა.
აშშ-მა ირანს 2015 წლის ბირთვული შეთანხმებით მოხსნილი სანქციები თავიდან დაუწესა. სანქციები ძალაში 5 ნოემბრიდან შევიდა. შემზღუდავი ზომები უპირველეს ყოვლისა, ნავთობისა და საბანკო სფეროების წინააღმდეგაა მიმართული. როგორც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები 600-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ეხება.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, სანქციების აღნიშნული პაკეტი აქამდე ირანის წინააღმდეგ დაწესებულ შეზღუდვებს შორის ყველაზე მკაცრია.