სერგეი ლაგოდინსკი - ბოლო დღეების მოვლენები აჩვენებს, რომ მხოლოდ მთავრობის გადასაწყვეტი არაა, სად არის საქართველოს მომავალი, სწორედ აქ მოვახდენთ წინაპირობების ფორმულირებას, ერთ-ერთი იქნება სააკაშვილის თავისუფლება

ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები აჩვენებს, რომ მხოლოდ მთავრობის გადასაწყვეტი არაა, სად არის საქართველოს მომავალი და იქნება თუ არა ეს ევროპული გეზი, ეს ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა სერგეი ლაგოდინსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში განვითარებული მოვლენები „იყო ნიშანი, რომ რუსული გზა არ იქნება განხორციელებადი საქართველოსთვის“.

„ჩვენ უნდა დავიწყოთ საუბარი გეგმაზე და დღის წესრიგზე, თუ როგორ შეიძლება სვლა ევროპული მიმართულებით და სწორედ აქ ჩვენ მოვახდენთ ჩვენს წინაპირობების ფორმულირებას, ერთ-ერთი იქნება სააკაშვილის თავისუფლება“, – აღნიშნა ლაგოდინსკიმ.