უკრაინელი ბიზნესმენი სერგეი კურჩენკო პეტრო პოროშენკოს სასამართლოში უჩივის.
კურჩევნკო უკრაინის პრეზიდენტს ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვაში ადანაშაულებს. ამის შესახებ უკრაინული მედია სასამართლო გადაწყვეტილებების ერთიან სახელმწიფო რეესტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც რეესტრის ვებგვერდიდან ირკვევა, კურჩენკომ სასამართლოში სარჩელი ჯერ კიდევ 4 ოქტომბერს შეიტანა. სასამართლოს საქმის განხილვა 2018 წლის 4 აპრილს არის დაგეგმილი.
22 მარტს უკრაინის გენერალურმა პროკურორმა უკრაინელი ოლიგარქი სერგეი კურჩენკო საბანკო სფეროში დანაშაულების ჩადენაში ეჭვმიტანილად გამოაცხადა. მაისში კი სასამართლომ ბიზნესმენის ქონება დააყადაღა.
სერგეი კურჩენკო რუსეთში ვიქტორ იანუკოვიჩის გადადგომის შემდეგ გაიქცა.
უკრაინის გენერალური პროკურატურის მტკიცებით, უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის მოძრაობის ორგანიზებული საპროტესტო აქციებს სწორედ ვიქტორ იანუკოვიჩთან დაკავშირებულ ბიზნესმენ კურჩენკო აფინანსებს. აშშ-ს სერგეი კურჩენკოსთვის სანქციები აქვს დაწესებული.