სერგეი კნიაზევი - მიხეილ სააკაშვილის დაკავებამდე გარკვეული იურიდიული პროცედურების გავლაა საჭირო
სერგეი კნიაზევი - მიხეილ სააკაშვილის დაკავებამდე გარკვეული იურიდიული პროცედურების გავლაა საჭირო

უკრაინის ნაციონალური პოლიციის ხელმძღვანელი სერგეი კნიაზევი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის დაკავებამდე გარკვეული იურიდიული პროცედურების გავლაა საჭირო. როგორც „უკრაინსკაია პრავდა“ წერს, ამის შესახებ კნიაზევმა კიევში ჟურნალისტებს განუცხადა.

„ნაციონალური პოლიციის თანამშრომლებს ძირითად ამოცანად დავუსახე, პოლიციელების ნებისმიერი ქმედებები იყოს გაწონასწორებული და არ დაიღვაროს მოქალაქეების სისხლი“, – განაცხადა კნიაზევმა.

კითხვას როდის შეიძლება დააკავონ მიხეილ სააკაშვილი, უკრაინის პოლიციის უფროსმა უპასუხა, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს.

ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ პოლიცია ყველა ძალისხმევას მიმართავს, პოლიტიკოსი ძალის გამოყენების გარეშე დააპატიმრონ.