ამერიკელი ჩოგბურთელი სერენა ვილიამსი ვსტრალიის ღია ჩემპიონატზე მონაწილეობას მიიღებს, იტყობინება ტურნირის ოფიციალური საიტი.
ტურნირი მელბურნში, 14-დან 27 იანვრამდე გაიმართება. წინა შეჯიბრება ავსტრალიაში ამერიკელმა გამოტოვა. სერენას ავსტრალიის ღია ჩემპიონატი 7-ჯერ აქვს მოგებული. ბოლო გამარჯვება მან 2017-ში მოიპოვა, სადაც საკუთარი და, ვინუსი დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ სერენას ანგარიშზე დიდი სლემის ტურნირებზე 23 გამარჯვებაა.