სერენა უილიამსი ფედერაციის თასზე ითამაშებს
სერენა უილიამსი ფედერაციის თასზე ითამაშებს

„დიდი სლემის“ ტურნირების 23-გზის ჩემპიონი, მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი სერენა უილიამსი ამერიკის შეერთებული შტატების შემადგენლობაში ითამაშებს ფედერაციის თასის მერვედფინალში. ამერიკა 7-8 თებერვალს, ევერეტში უმასპინძლებს ლატვიის ნაკრებს.

38 წლის უილიამსის ანგარიშზეა 13 ერთეულთა მატჩი აშშ-ის ქალთა ნაკრებში. სერენა ყველა შეხვედრა მოიგო. წყვილებში მას სამი მოგება და ორი წაგება აქვს. მას დებიუტი ამერიკის ნაკრები ჯერ კიდევ 1999 წელს ჰქონდა.

თავისი ბოლო მატჩი ფედერაციის თასზე უმცროსმა უილიამსმა 2018 წელს ჩაატარა, როცა აშშ ნიდერლანდებს ხვდებოდა.