ვოზნიაცკი გამოსათხოვარ მატჩს სერენა უილიამსის წინააღმდეგ ჩაატარებს

21:08, 10.12.2019

მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი კაროლინ ვოზნიაცკი, რომელიც 2020 წლის ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ აპირებს კარიერის დასრულებას, გამოსათხოვარ მატჩს მომავალი წლის მაისში ჩაატარებს.

როგორც f Sports Group იტყობინება, 18 მაისს, დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენის Royal Arena-ზე დანიელი გამოეთხოვება ჩოგბურთს თავის მეგობართან სერენა უილიამსთან მატჩით.

ჩოგბურთელები უკვე დიდი ხანია მეგობრები არიან, მაგრამ ურთიერთშეხვედრებში ამერიკელს დიდი უპირატესობა აქვს – 11:1.

მსგავსი