ავსტრალიის ღია - X დღე - კაროლინა პლიშკოვამ ოთხი მატჩბოლი მოიგერია და სერენა უილიამსი დაამარცხა
ავსტრალიის ღია - X დღე - კაროლინა პლიშკოვამ ოთხი მატჩბოლი მოიგერია და სერენა უილიამსი დაამარცხა

ავსტრალიის ღია პირველობის ქალთა ტურნირზე ბოლო ნახევარფინალისტი გამოვლინდა. ტურნირის საუკეთესო მატჩი ჩაატარეს ჩეხმა კაროლინა პლიშკოვამ და ამერიკელმა სერენა უილიამსმა.

პირველ სეტში ევროპელი ჩოგბურთელი სრულ უპირატესობას ფლობდა – მან უნაკლოდ ითამაშა საკუთარ მოწოდებაზე და ერთი ბრეიკ-პოინტიც კი არ დაანება მეტოქეს, თავად კი ოთხი ასეთი შანსი მიიღო და ერთი ბრეიკი შეასრულა.

მეორე სეტის პირველი ნახევარიც პლიშკოვას უპირატესობით მიმდინარეობდა. მან კიდევ სამი ბრეიკ-პოინტი მოიპოვა, ბრეიკით წინ გასვლა შეძლო და ძალიან მიუახლოვდა ნახევარფინალს.

ამერიკელმა მოახლოებული საფრთხე იგრძნო და მალე მოახერხა უკუბრეიკის შესრულება, სეტის ბოლოს კი კიდევ ერთი ბრეიკი აიღო და პარტიებში ანგარიში გაათანაბრა.

სერენამ ფსიქოლოგიური უპირატესობა მოიპოვა და მისი შეჩერება შეუძლებელი ჩანდა. მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი 5:1 დაწინაურდა და მეშვიდე გეიმში პირველი მატჩბოლი მიიღო. სწორედ ამ მომენტში მეორედ მოხდა მატჩში გარდატეხა, ამჯერად, პლიშკოვას სასარგებლოდ. ჩეხმა მოიგერია ეს მატჩბოლი, ზედიზედ ოთხი გეიმი მოიგო და ანგარიში გაათანაბრა – 5:4.

მე-11 გეიმი მატჩის კულმინაცია გახდა. სერენამ სამი მატჩბოლის მოპოვება შეძლო. პლიშკოვა სამივეჯერ გადარჩა და ზედიზედ მეხუთე გეიმის მოგებით 6:5 დაწინაურება მოახერხა. უილიამსი ამან ფსიქოლოგიურად გატეხა და მე-12 გეიმში საკუთარ მოწოდება წააგო, რითაც ნახევარფინალის საგზური აჩუქა პლიშკოვას – 4:6, 6:4, 5:7.
ასე რომ, ქალთა ტურნირზე ორივე ნახევრაფინალური წყვილი ცნობილია:

პეტრა კვიტოვა-დანიელ კოლინზი
კაროლინა პლიშკოვა-ნაომი ოსაკა