სერენა უილიამსმა ნიუ იორკის მოდის კვირეულზე ჩვენება მოაწყო
სერენა უილიამსმა ნიუ იორკის მოდის კვირეულზე ჩვენება მოაწყო

ლეგენდარულმა ამერიკელმა ჩოგბურთელმა სერენა უილიამსმა ამერიკის ღია პირველობის შემდეგ ნიუ იორკის მოდის კვირეულში მიიღო მონაწილეობა.

„სი-ენ-ენი“ (CNN) იტყობინება, რომ 37 წლის ჩოგბურთელმა წარმოადგინა შემოდგომის კოლექცია საკუთარი ბრენდის სახელწოდებით – Serena. უმცროსი უილიამსი დამაჯერებლად პოზირებდა კამერების წინ.

ჩვენების შემდეგ, სერენა პუბლიკის წინაშე წარსდგა ქალიშვილ ალექსის ოლიმპიასთან ერთად. მან მადლობა გადაუხადა სტუმრებს, რომელთა შორის იყვნენ კიმ კარდაშიანი, ეშლი გრემი და ალესანდრა ამბროსიო.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ღია პირველობაზე სერენა უილიამსი ფინალში გავიდა, სადაც ორ სეტში დამარცხდა ბიანკა ანდრეესკუსთან (3:6, 5:7).

WTA-ის რეიტინგში მას მეცხრე ადგილი უკავია.