სერენა უილიამსმა „წლის დაბრუნების“ პრიზი მიიღო
სერენა უილიამსმა „წლის დაბრუნების“ პრიზი მიიღო

ამერიკელი ჩოგბურთელი სერენა უილიამსი ქალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (WTA) პრიზის მფლობელი გახდა ნომინაციაში – „წლის დაბრუნება“.

2018 წელს, ამერიკელი ერთწლიანი პაუზის შემდეგ ტურში დაბრუნდა. მართალია, მან ვერც ერთი ტურნირის მოგება ვერ შეძლო, მაგრამ „დიდი სლემის ორ ჩემპიონატზე ფინალში გავიდა. მან ეს უიმბლდონსა და აშშ-ის ღია პირველობაზე მოახერხა. ლონდონში მან გერმანელ ანჟელიკ კერბერთან წააგო, ნიუ იორკში – იაპონელ ნაომი ოსაკასთან.

გარდა ამისა, WTA-მ, კატეგორიაში – Jerry Diamond Aces Award ელინა სვიტოლინა დააჯილდოვა. უკრაინელმა პრიზი ქალთა ჩოგბურთის განვითარებისთვის მიიღო.