სერენა უილიამსმა წელს პირველი მატჩი მოიგო
სერენა უილიამსმა წელს პირველი მატჩი მოიგო

„დიდი სლემის“ ტურნირების 23-გზის ჩემპიონმა, ამერიკელმა სერენა უილიამსმა 2020 წელს პირველი გამარჯვება მოიპოვა.

მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი დანიელ კაროლინ ვოზნიაცკისთან ერთად ოკლენდის წყვილთა ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა. ამერიკულ-დანიურმა დუეტმა 6:2, 6:4 დაამარცხა იაპონელები – ნაო ჰიბინო და მაკოტო ნინომიო. შეხვედრა ერთი საათი და ცხრა წუთი გრძელდებოდა.

შეგახსენებთ, რომ 29 წლის კაროლინ ვოზნიაცკი 2020 წლის ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ დაასრულებს კარიერას. გამოსათხოვარ მატჩს ის 18 მაისს, კოპენჰაგენში ჩაატარებს. მისი მეტოქე სერენა უილიამსი იქნება.