მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა სერენა უილიამსმა შეწყვიტა გამოსვლა რომის ტურნირზე, სადაც მეორე წრეში იყო გასული და იქ თავის უფროს დას ვინუს უილიამსს უნდა შეხვედროდა. 37 წლის ამერიკელს მარცხენა მუხლი აწუხებს.
მარტში სერენამ ვადაზე ადრე დაასრულა ტურნირები ინდიან უელსსა და მაიამიში. მანამდე მან მხოლოდ ჰოპმანის თასზე და ავსტრალიის ღია პირველობაზე ითამაშა, სადაც მეოთხედფინალამდე მიაღწია და იქ სამ სეტში წააგო კაროლინა პლიშკოვასთან.
რომის ტურნირის პირველ წრეში სერენა უილიამსმა შვედი რებეკა პეტერსონი ორ სეტში დაამარცხა.