მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ნომერმა სერენა უილიამსმა დაასრულა გამოსვლა ინდიან უელსის ტურნირზე. ამერიკელმა მეორე წრეში ბელარუსს ვიქტორია აზარენკას მოუგო, მაგრამ შემდეგი ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო.
სერენა ესპანელ გარბინე მუგურუსას ხვდებოდა და პირველი სეტი 3:6 წააგო. აღსანიშნავია, რომ უილიამსმა მატჩი ზედიზედ სამი გეიმის მოგებით დაიწყო, მაგრამ 3:0-დან ზედიზედ შვიდი გეიმი დათმო. 3:6, 0:1-ზე, სერენამ ავადმყოფობა მოიმიზეზა და თამაშის გაგრძელებაზე უარი განაცხადა.
„მატჩის წინ, თავს ცუდად ვგრძნობდი, თამაშის მსვლელობისას კი მდგომარეობა თანდათან მძიმდებოდა. აუტანელი თავბრუსხვევისა და გადაღლილობის გამო, მატჩი შევწყვიტე. ახლა, დავიწყებ აღდგენას და შემდეგ, მაიამის ტურნირისთვის მოვემზადები“.