სერენა უილიამსი შვილს ჩოგბურთელობაში დაეხმარება
სერენა უილიამსი შვილს ჩოგბურთელობაში დაეხმარება

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, „დიდი სლემის“ ტურნირების 23-გზის ჩემპიონმა, სერენა უილიამსმა, განაცხადა, რომ არ შეეწინააღმდეგება თავის ქალიშვილ ოლიმპიას, თუ ის ჩოგბურთელის კარიერას აირჩევს.

„იმ შემთხვევაში, თუ ოლიმპია ჩოგბურთის თამაშს მოინდომებს, მე ბოლომდე მხარს დავუჭერ მის არჩევანს და დავეხმარები. მიუხედავად იმისა, თუ რა ცხოვრებისეულ გზას აირჩევს ოლიმპია, თუკი არჩევანს დადებითი გავლენა ექნება, ის მიიღებს ჩემს მხარდაჭერას,“ – განაცხადა 37 წლის ამერიკელმა Tennis World USA-სთან საუბრისას.

სერენამ აღიარა, რომ არ სურს მისი ქალიშვილი მომავალში ჩოგბურთელი გამოვიდეს.

უმცროსმა უილიამსმა 2017 წლის პირველ სექტემბერს იმშობიარა. ოლიმპიას მამა ამერიკელი ბიზნესმენი, ალექსის ოჰანიანია.