ახალი საჩოგბურთო რეიტინგი გამოქვეყნდა ქალებს შორის. დიდხნიანი პაუზის შემდეგ, საუკეთესო ათეულში დაბრუნდა და მეათე ადგილზეა ამერიკელი სერენა უილიამსი. ეს მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც სერიოზული ვარდნა განიცადა დანიელმა კაროლინ ვოზნიაცკიმ. მან ოთხი ადგილი დაკარგა და მე-14 პოზიციაზეა.
საუკეთესო ათეულში სხვა ცვლილებებიც იყო. პეტრა კვიტოვა მეორედან მეოთხე ადგილზე დაეშვა, მეორეზე და მესამეზე კი სიმონა ჰალეპი და სლოან სტივენსი გადავიდნენ. გარდა ამისა, მეექვსე-მეშვიდე ადგილები გაცვალეს ელინა სვიტოლინამ და ანჟელიკ კერბერმა.
WTA. TOP10
1(1). ოსაკა (იაპ) – 6 970
2(3). ჰალეპი (რუმინეთი) – 5 537
3(4). სტივენსი (აშშ) – 5 307
4(2). კვიტოვა (ჩეხეთი) – 5 120
5(5). კარ. პლიშკოვა (ჩეხეთი) – 5 055
6(7). სვიტოლინა (უკრაინა) – 5 020
7(6). კერბერი (გერმანია) – 4 960
8(8). ბერტენსი (ჰოლანდია) – 4 885
9(9). საბალენკა (ბლრ) -3 565
10(11). ს. უილიამსი (აშშ) – 3 406ტ