ავსტრალიის ღიას მერვედფინალური ეტაპის შემდეგ, ამერიკელმა სერენა უილიამსმა განაცხადა, რომ საკუთარი თავი ქალთა ჩოგბურთის ყველაზე მნიშვნელოვან პერსონად მიაჩნია.
„მიმაჩნია, რომ ქალთა ჩოგბურთი შესანიშნავია, ის ძალიან მაღალ დონეზე იმყოფება. ვფიქრობ, მე მისი მთავარი წარმომადგენელი ვარ, მაგრამ იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ყველა შესანიშნავად თამაშობს და კონკურენცია ძალიან მაღალია. იმისთვის, რომ ფორმის მწვერვალზე გავიდე, ბოლომდე ვიხარჯები. არ ვიცი, ეს როდის მოხდება, მაგრამ აუცილებლად მოხდება“, – მოჰყავს სერენას სიტყვები ავსტრალიის ღიას პრესსამსახურს.
უილიამსი ავსტრალიის ღიაზე მეოთხედფინალშია გასული და იქ ჩეხ კაროლინა პლიშკოვას შეხვდება.