„დიდი სლემის“ ტურნირების 23-გზის ჩემპიონ სერენა უილიამსის მწვრთნელმა პატრიკ მურატოგლუმ განაცხადა, რომ ამერიკელი ჩოგბურთელი 40 წლის შემდეგაც შეძლებს პროფესიულ ტურში თამაშს. ფრანგი მწვრთნელის სიტყვები მოჰყავს გაზეთ „მირორს“ (Mirror).
„თუ სერენა მოინდომებს, ის შეძლებს 40 წლის შემდეგაც თამაშს. თუ ის იგრძნობს, რომ ისევ შეუძლია „დიდი სლემის“ ტურნირების მოგება, მაშინ გააგრძელებს გამოსვლას. ახლა მისი ფორმა უკეთესია, ვიდრე ორი წლის შინ. ის რჩება დაუჯერებელ სპორტსმენად და ჯერ ისევ შეუძლია ბრძოლა. სერენამ „დიდი სლემის“ ბოლო ოთხ ტურნირზე ფინალამდე მიაღწია. მას არაფერი აქვს დასამტკიცებელი. ის უბრალოდ არ თამაშობს, მას მოგება უნდა. როცა უილიამსი იგრძნობს, რომ დიდ ტურნირებზე ტიტულების აღება აღარ შეუძლია, წავა ჩოგბურთიდან. მაგრამ ის ჯერ ისევ მოწყურებულია გამარჯვებებს. ის არ შეცვლილა – დაუჯერებელი მებრძოლია და ყოველთვის უნდა მოგება“.
სერენა უილიამსი 38 წლისაა. ბოლო ოთხი ფინალი „დიდი სლემის“ ტურნირებზე ზედიზედ წააგო.