სერენა უილიამსი - ჩემი წაგებები უფრო ხმაურიანი გახდა, ვიდრე მოგებები
მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა სერენა უილიამსმა ჟურნალისტებთან ჩოგბურთის, გამარჯვების და მარცხის მიმართ საკუთარ დამოკიდებულებაზე ისაუბრა.
„ხალხი ისევ მხედავს კორტზე. თუმცა, ჩემი წაგებები უფრო ხმაურიანი ხდება, ვიდრე მოგებები. ეს მეტყველებს იმაზე, რომ გულშემატკივრებს სჯერათ ჩემი და ჩემი თამაშის. შესანიშნავია, მე არ ვარ წინააღმდეგი.
თავს შესანიშნავად ვგრძნობ და სიამოვნებას ვიღებ ჩოგბურთისგან. სპორტის ამ სახეობაში შეიძლება იყო პროფესიონალი, ასევე დაისვენო და კარგი ფიზიკური ფორმა შეინარჩუნო.
მე არასოდეს ვთამაშობდი ყოველ კვირას და არ ვატარებდი წელიწადში 30 ტურნირს. არ ვთამაშობდი იუნიორებში – იმ დროს, სკოლაში დავდიოდი. სწორედ ამიტომაც, ჯერ ვერ მოვასწარი ჩოგბურთისგან დაღლა. გარდა ამისა, არც ისე ბევრი ტრავმა მქონდა,“ – მოჰყავს უილიამსის სიტყვები Tennis World USA-ს.