მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, ამერიკელი სერენა უილიამსი სააგენტო Assosiated Press-ის (AP) ვერსიით 2018 წლის საუკეთესო ქალ სპორტსმენად დასახელდა. ლეგენდარულმა ჩოგბურთელმა ეს აღიარება კარიერაში მეხუთედ მოიპოვა.
AP-მ 2018 წელს მიღწეული შედეგებიდან სერენას „დიდი სლემის“ ტურნირების ფინალში გასვლა გამოარჩია. ამერიკელმა ფინალი უიმბლდონსა და აშშ-ის ღია პირველობაზე ითამაშა. გარდა ამისა, უმცროსი უილიამსი წლის სპორტსმენად იმის გამო აღიარეს, რომ ჩოგბურთში დაბრუნება შვილის გაჩენისა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების შემდეგ შეძლო.
დღეს, სერენა უილიამსი მსოფლიოს მე-16 ჩოგანია და აქტიურად ემზადება 2019 წლის სეზონისთვის.