მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი სერენა უილიამსი აბუ დაბიში საჩვენებელ ტურნირზე (Mubadala World Tennis Championship) ითამაშებს. როგორც Sport360 წერს, მატჩი ამერიკელის მონაწილეობით 30 დეკემბერს გაიმართება. მეტოქის ვინაობა ჯერ არ დაუსახელებიათ, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ეს იქნება “დიდი სლემის” ტურნირის გამარჯვებული.
სერენას 2017 წლის იანვრის შემდეგ არ უთამაშია, რისი მიზეზიც ფეხმძიმობა იყო – პირველ სექტემბერს უილიამსმა გოგონა გააჩინა. ჩოგბურთელმა არა ერთხელ გამოაცხადა, რომ აპირებს პროფესიულ ტურში დაბრუნებას და განაცხადიც შეიტანა ავსტრალიის ღია პირველობაში მონაწილეობაზე, რომელიც 15 იანვარს დაიწყება.
სერენას გარდა, Mubadala World Tennis Championship-ში გამოსვლას აპირებენ – ნოვაკ ჯოკოვიჩი, დომინიკ ტიმი და სხვები.