სერენა უილიამსი - 2019 წელს გიჟური მიზნები მაქვს
სერენა უილიამსი - 2019 წელს გიჟური მიზნები მაქვს

მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგანს სერენა უილიამსს 2019 წლისთვის ამბიციური გეგმები აქვს. 27 წლის ჩოგბურთელი ახალ სეზონს აბუ დაბის საჩვენებელი ტურნირით იწყებს, რომელიც 2018 წლის 27 დეკემბერს აიღებს სტარტს.

„პრაქტიკულად, უკვე ახალ სეზონში ვართ ჩართული. 2019 წლისთვის გიჟური მიზნები მაქვს, მაგრამ მინდა ეს საიდუმლოდ შევინახო. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ამგვარი ამბების საიდუმლოდ შენახვა მეხმარება იმაში, რომ თავი რაც შეიძლება უკეთ წარმოვაჩინო,“ – ამბობს The National-თან კომენტარში უილიამსი.

სერენა უილიამსი, ამჟამად, მე-16 ადგილზეა WTA-ის კლასიფიკაციაში.