სერჟ სარგსიანს განსაკუთრებით დიდი რაოდენობის თანხის მითვისებაში ადანაშაულებენ
სერჟ სარგსიანს განსაკუთრებით დიდი რაოდენობის თანხის მითვისებაში ადანაშაულებენ

სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს, სერჟ სარგსიანს განსაკუთრებით დიდი რაოდენობის თანხის მითვისებაში ადანაშაულებენ. სარგსიანს ბრალი უკვე წაუყენეს, რაც ოთხიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

საგანგებო საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სარგსიანმა სახელწიფო ბიუჯეტიდან მილიონ დოლარამდე თანხა მიითვისა. 2013 წელს გამოყოფილი თანხა ფერმერებისთვის დიზელის საწვავის სუბსიდირებისთვის იყო განკუთვნილი. ფერმერებისთვის უნდა მიეწოდებინათ 17 ათასი ლიტრი დიზელი. საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებით გამოცხადებულ ტენდერში კი იმ კომპანიამ გაიმარჯვა, რომელთანაც სერჟ სარგსიანს კავშირი ჰქონდა.