სერჟ სარგსიანი - ჩემი პრემიერობის წინააღმდეგი ქუჩის მოძრაობაა, თქვენ მოთხოვნას ვასრულებ
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა სერჟ სარგსიანმა თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება გაავრცელა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ის ტოვებს თანამდებობას და ამბობს, რომ სომხეთის ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ ფაშიანიანი მართალი იყო.
„მივმართავ მათ, ვინც დღე და ღამე დგას ქუჩაში მოწოდებით „უარი უთხარი სერჟს“ და მათ, ვინც გაჭირვებით მიდის სამუშაო ადგილამდე, რათა შეასრულოს თავისი ვალი. მივმართავ მათ, ვინც მთელი დღეები თვალს ადევნებს პირდაპირ ეთერს და მათ, ვინც საზოგადოებრივ წესრიგს უზრუნველყოფს. მივმართავ მათაც, მეომრებსა და ოფიცრებს საზღვარზე, მივმართავ იარაღის ამხანაგებს. მივმართავ თანაპარტიელებს, ყველა პოლიტიკურ ძალასა და მოღვაწეს. უკანასკნელად მოგმართავთ, როგორც ქვეყნის ხელმძღვანელი.
ნიკოლ ფაშინიანი იყო მართალი. მე შევცდი. შექმნილი ვითარებიდან რამდენიმე გამოსავალია, თუმცა მე არც ერთზე არ წავალ. ეს მე არ შემეფერება. მე ვტოვებ ქვეყნის ხელმძღვანელის პოსტს, სომხეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს. ჩემი პრემიერობის წინააღმდეგი ქუჩის მოძრაობაა. მე თქვენ მოთხოვნას ვასრულებ“, – ნათქვამია სერჟ სარგსიანის განცხადებაში.
სერჟ სარგსიანმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა რამდენიმე წუთის წინ დატოვა.