სომხეთის პრეზიდენტი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ხვდება.
სერჟ სარგსიანი საპატრიარქოში მეუღლესთან და დელეგაციის წევრებთან ერთად მივიდა.
სომხეთის პრეზიდენტმა პატრიარქს აღსაყდრების იუბილე მიულოცა და სომხეთის კათალიკოს გარეგინ მეორისგან მოკითხვა გადასცა.
სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა ორი ქვეყნის ურთიერთობაზე ისაუბრა.
” ჩვენ რთულ დროში ვცხოვრობთ და ერთმანეთის დახმარება გვჭირდება”, – აღნიშნა პატრიაქმა.
შეხვედრას პატრიარქის მოსაყდრე და სხვა სასულიერო პირებიც ესწრებიან.